ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, მინდა გავიხსენო მცირე დეტალი იმ სიყვარულის, რაც ჯოხარმა ზვიადის და საქართველოს მიმართ გააკეთა” – გიორგი გამსახურდია

16
ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია:
,,ლომის წილი, ჩვენ ცოცხლები რომ გადავრჩით, იყო და არის ჯოხარის დამსახურება. არ იყო ადვილი, თან მაშინ როდესაც ღორის ნაშიერებს, რუსებს, ლამის ყველასაგან მწვანე შუქი რომ ქონდათ ჩვენ განადგურებაზე ანთებული, გამოვეყვანეთ სომხეთიდან და გადავერჩინეთ. ეს შეძლო და ღირსეულად გააკეთა ჯოხარმა. ერთია კიდევ რომ გადაგვარჩინა, ამავე დროს არსებობის ყველანაირი ღირსეული პირობები მოგვცა. აქვე მინდა გავიხსენო მცირე დეტალი იმ სიყვარულის, რაც ჯოხარმა ზვიადის და საქართველოს მიმართ გააკეთა. მახსოვს იმ წლიდან, ჩვენ რომ ჩავედით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უქმედ გამოაცხადა და აღდგომა დღეს, სახლში პასკით გვესტუმრა.
ცა და დედამიწაა სხვაობა ჯოხარსა და დღეს ჩეჩნეთს დაპატრონებულ, ვოვა პუტინის ხელის ნაბიჭვრებს შორის.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.