პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში – სოხუმის ცენტრში შეკრებილებმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი გააპროტესტეს

პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში – სოხუმის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივებმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი გააპროტესტა, რომელიც ე.წ.-მა პარლამენტმა, შესაძლოა, ხვალ განიხილოს.
საინიციატივო ჯგუფმა – “ჩვენი ბიჭვინთა”, საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ სოხუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომლის სლოგანია: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“. ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, საოკუპაციო რეჟიმმა კი მოსახლეობას მიმართა და კატეგორიულად მოუწოდა. უარი თქვან ქუჩაში გამოსვლაზე. ხალხის დაშინების მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი არ აპირებს, ბიჭვინთის ცნობილი სამთავრობო აგარაკი და ჰექტრობით სანაპირო ზოლი რუსეთს დაუთმოს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუ ეს აგარაკი პუტინის პირადი სურვილია, მაშინ, შესაძლოა, იმსჯელონ მისთვის საჩუქრის გაკეთებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე