არქივი13 ივლისი, 2025, 20:54
“ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?!"... რის შემდეგაც, ჟამერაშვილმა კორძაიას უჩივლა

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა ალბი კორძაიამ საპატიმრო დატოვა | 5-დღიანი პატიმრობა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა გამოაცხადა
სამოქალაქო აქტივისტი მათე დევიძის საქმის მოწმე პოლიციელ ჟამერაშვილს ბათუმში 28 ივნისს შეხვდა - მაშინ კორძაიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც მას ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?!"... რის შემდეგაც, ჟამერაშვილმა კორძაიას უჩივლა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.