აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ალბი კორძაიას ინფორმაციით, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი – პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – წერს ალბი კორძაია.
ინფორმაციისთვის, აქტივისტმა, ალბი კორძაიამ 28 ივნისს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეში მოწმე პოლიციელს ბიძინა ჟამერაშვილს ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელს შემდეგი ფრაზებით მიმართავდა: „ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ მანდ [ბათუმში] უნდა იყო? დაწყევლილი იყავი მთელი ოჯახით. ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული უნამუსო, ნამუსგარეცხილო“.
შეგახსენებთ, ალბი კორძაიას მიმდინარე წლის 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზეც შეეფარდა. -ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…