ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში | რუსთაველზე, ბასლაინის ზოლში, ივანიშვილის დაცვის მანქანებია მობილიზებული

რუსთაველის გამზირზე, თეატრთან, სადაც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი იმყოფება, ბასლაინის ზოლში, ოლიგარქის დაცვის მანქანებია მობილიზებული. მედიისთვის რუსთაველის თეატრის კარი დაკეტილია.

რამდენიმე საათის წინ, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.

თეატრში ივანიშვილი დაცვის თანხლებით სათადარიგო კარით შევიდა.
მედიის წარმომადგენლები ღონისძიების დასრულებას თეატრთან ელოდებიან, რომ ივანიშვილთან გასაუბრება შეძლონ.

ვიდეო

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.