არქივი18 დეკემბერი, 2023, 17:11
ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა | ოლიგარქი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოს ესწრება
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. კამერებმა ის რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააფიქსირა.
გავრცელებული ინფორმაციით, თეატრში ივანიშვილი დაცვის თანხლებით სათადარიგო კარით შევიდა.
მედიის წარმომადგენლები ღონისძების დასრულებას თეატრთან ელოდებიან, რომ ივანიშვილთან გასაუბრება შეძლონ.
ფოტო ამოჭრილია "ფორმულას" ვიდეოდან
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.