ბიძინა ივანიშვილი: მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი, ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლება-მოსილებები

„მმართველი პარტია საჭიროებს სიმძიმის ახალ ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რატომ მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება.

„ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლება-მოსილებები“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი