ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "ვაშინგტონი" დაამარცხა [VIDEO]
![ბითაძის 6 წუთი - "ორლანდომ" "ვაშინგტონი" დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/501ea5d5441db0b25c763ff8e74f5c53-NAHhqq.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" 120:105 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, რა დროშიც მან საკუთარ გუნდს 1 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, "ორლანდოს" ლიდერმა 30 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
"ვაშინგტონიდან" ალექსანდრ სარმა 28 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ამრიგად, "ორლანდო" 33 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8
ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 25 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.