ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "შარლოტ ჰორნეტსი" 111:104 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, "ორლანდოს" ლიდერმა 36 წუთში 37 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
"შარლოტს" ლამელო ბოლმა ულიდერა, "ჰორნეტსის" უკანახაზელმა 29 წუთში საკუთარ გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 35 გამარჯვებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს
იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 28 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.