„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს 4 მარტს დაკრძალავენ

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს 4 მარტს დაკრძალავენ. პანაშვიდი 2 და 3 მარტს გაიმართება, მისამართზე: ლარსის ქუჩა 5, მეშვიდე სართული.
ირაკლი გაგნიძეს 4 მარტს, 14:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.
42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
„ინტერპრესნიუსი“ ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა ჰოლდინგის“ მთელს გუნდს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)