ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის გერმანიიდან საქართველოში გადმოსვენება 27 თებერვალს არის დაგეგმილი

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის გერმანიიდან საქართველოში გადმოსვენება 27 თებერვალს არის დაგეგმილი

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის საქართველოში გადმოსვენება გერმანიიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, ხუთშაბათს, 27 თებერვალს არის დაგეგმილი.
დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.
42 წლის ასაკში, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსი ჯგუფს“ არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია.
ირაკლი გაგნიძეს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
„ინტერპრესნიუსი“ ირაკლი გაგნიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, „ბიბლუსისა“ და „პალიტრა ჰოლდინგის“ მთელს გუნდს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.