ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ  საქართველოში მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ,,ღია ეთერში“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა.
„მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ის მუხლი, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ქვედანაყოფი. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები