არქივი1 მარტი 2025, 14:10
ბექა ყორშია: სხვათაშორის, საბჭოთა სატირიკოს მწერალს, მიხაილ ჟვანეცკის, ვითომ ხუმრობით ერთი ასეთი რამ აქვს ნათქვამი...

"სხვათაშორის, საბჭოთა სატირიკოს მწერალს, მიხაილ ჟვანეცკის, ვითომ ხუმრობით ერთი ასეთი რამ აქვს ნათქვამი:
“სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ესე იგი, ვინც გაიმარჯვა, ის არის კეთილი”
სამწუხაროდ, ხშირად ისტორიაც ასე არჩევს კეთილსა და ბოროტს.
ამიტომ, ამ არც მეტი, არც ნაკლები - ცივილიზაციურ ომში, აუცილებლად უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რომ ისტორიას კეთილი კეთილად შემორჩეს, ბოროტი - ბოროტად და არავითარ შემთხვევაში - პირიქით.
მე მჯერა უკრაინის გამარჯვების. მჯერა და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ასე არ იქნება"- წერს ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.