ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ღვაჩლიანი - მჯერა, ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გსურთ დაბრუნება, განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე

ბექა ღვაჩლიანი - მჯერა, ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გსურთ დაბრუნება, განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, მშობლებს და მასწავლებლებს ვულოცავ სკოლის დასრულებას და ბოლო ზარს!
ეს დღე ერთდროულად ემოციური, ამაღელვებელი და საამაყოა – თქვენ უკან მოიტოვეთ ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი გზის დასაწყისს ადგებით, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, გამოწვევებითა და არჩევნებით, რომლებიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს და ჩვენი სამშობლოს მომავალსაც.
თანამედროვე სამყაროში განათლება არამხოლოდ პიროვნული განვითარების საფუძველი, არამედ ეროვნული ღირსების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი სამშობლოს ნაწილი დროებით ოკუპირებულია – აფხაზეთის თითოეული მოზარდის სულიერი სიმტკიცე, ცოდნისკენ სწრაფვა და ქართულ ფესვებზე დაყრდნობილი იდენტობა ჩვენი საერთო გამარჯვების საფუძველია.
მჯერა, ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გსურთ დაბრუნება. განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე.
გაუმარჯოს თქვენს მიზნებს, თავისუფლებას და სამშობლოსადმი სიყვარულით აღსავსე მომავალს!“ - განაცხადა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.