ბექა ქურხული: ტარიელ ჭანტურია წასულა!.. დიდი პოეტი!.. მე მგონი ბედნიერებაც და უბდურებაც ადამიანის პირადი არჩევანია!..

მწერალი ბექა ქურხული:
ტარიელ ჭანტურია წასულა!..
დიდი პოეტი!..
მე მგონი ბედნიერებაც და უბდურებაც ადამიანის პირადი არჩევანია!..
ბედნიერი ვიყავი აბა რა მწერალთა სახლში გავიზარდე!..
პირველ სართულზე გიგლა ხუხაშვილი და მაგალი თოდუა, მეორეზე ლადო სულაბერიძე და დათიაშვილები, მესამეზე მაკა ჯოხაძე და გრიგოლ აბაშიძის ოჯახი, მეოთხეზე ლეილა ბეროშვილი ( დედაჩემი სხვათაშორის როგორც თვითონ ტარიელი იტყოდა) მეხუთეზე ტარიელ ჭანტურია და დუმბაძეები მეექვსეზე დიდი რეზო ინანიშვილი მერვეზე ბადრი ჭოხონელიძე და მერაბ ელიოზიშვილი ცხინვალის განსახიერება ქართულ ლიტერატურაში!..
ძალიან გვანებივრებდა მე და დედაჩემს ქე ლეილა ბეროშვილი როა (ისევ ცხონებული ტარიელის ინტონაციით) დედაჩემი საერთოდ ემალებოდა ხოლმე ისედაც კაი ასოციალური იყო ლეილა!..
მე არა, მე პირდაბჩენილი ვუყურებდი ვიმახსოვრებდი და დღემდე უსინდისოდ ვპლაგიატობ, ინტრვიუებში ვითვისებ ხოლმე ტარიელ ჭანტურიასაგან ბავშვობაში მოსმენილ ფრაზებს, მაგალითად:
” ხარ თუ არა ნამდვილი მწერალი მაგი მარტო 100-150 წლოს მერე შეიძლება გეირკვეს!..
და ბოლოს მაინც ლიტერატურა იყოფა 2 ნაწილად, ავანგარდისტულ ლიტერატურად და ნამდვილ ლიტრატურად!..'”
“ამგენს ლენინის ორდენები შავი ვოლგები და ხუთოთახიანი ბინები ხო უნდათ და მე რომ არ მაქვს იგიც უნდათ სადაა ბიძია მასე!..”
აი, ლექსები კი არასოდეს მომიპარავს თუმცა დედაჩემს ქე რო ლეილა ბეროშვილია, კი ყოველდღე ვეკითხები ტარიელ ჭანტურიას შედევრალური (“გაწვიმარებულია” ესეც მისი საყვარელი სიტყვა იყო) ლექსის სტრიქონით:
“სოკვდილის და სიცოცხლის უსასრულო პა დე დე.
ასე მწარე თუ იყო მეტავ რად დამბადე დე!..”

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია – ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ვიკა ფილფანი – სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს – მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი