ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ – აქტივისტი აქციაზე მიდიოდა

ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ – აქტივისტი აქციაზე მიდიოდა

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივისტის, ქეთი ხომერიკის სახლთან, ასევე სამოქალაქო აქტივისტი, ბექა პაპაშვილი დააკავეს.
ქეთი ხომერიკი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჰყვება რომ ჯერ იყო ზარი, გაეცნო პირი, საქართველოს ფოსტის თანამშრომლის სახელით, დააზუსტებინა მისამართი. შემდგომ, როცა აქციაზე წასასვლელად სახლიდან გამოვიდნენ, ბექა პაპაშვილს ქეთი ხომერიკის სახლთან ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც უთხრა, რომ თითქოს შევიდა ინფორმაცია, ბექა პაპაშვილი იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამიტომ უნდა გადაიყვანონ ნარკოლოგიური შემოწმებისთვის.
ცნობისთვის, ახალი კანონების მიხედვით, პოლიციას შეუძლოა გაასაიდუმლოს ე.წმ წყარო და ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერმა პირმა ინკოგნიტოდ დაწეროს და ბრალი დაგდოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.