ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტ ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ

აქტივისტ ბექა პაპაშვილს მეგობრის სახლთან დახვდნენ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავთ

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივისტი ბექა პაპაშვილი ქეთი ხომერიკის საცხოვრებელ მისამართთან დააკავეს. აქტივისტი ქეთი ხომერიკი ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჰყვება, რომ დაკავებას წინ უძღოდა უცნობი პირის ზარი, რომელმაც თავი საქართველოს ფოსტის თანამშრომლად გააცნო და მისამართი დააზუსტა.
შემდეგ, როდესაც ხომერიკი და პაპაშვილი სახლიდან გამოსვლას და აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ, მათ სახლთან უკვე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომელმაც ბექა პაპაშვილს განუცხადა, რომ მიღებულია ინფორმაცია მისი ნარკოტიკული თრობის შესახებ და ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.