ბექა კობახიძე: სანამ პუტინის რუსეთი დომინირებს საქართველოში და სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, სააკაშვილს ციხიდან არავინ გამოუშვებს

“აზრი არ აქვს რამდენს მიუსჯიან სააკაშვილს. არც კი ვიცი კიდევ აქვს თუ არა სასამართლო პროცესები დარჩენილი. იმ ცხრა წლისთავზე კიდევ წამოიწყებენ ახალ საქმეს და კიდევ გაუხანგრძლივებენ ციხეში ყოფნას.
სანამ პუტინის რუსეთი დომინირებს საქართველოში და სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, სააკაშვილს ციხიდან არავინ გამოუშვებს.
მოგწონთ თუ არ მოგწონთ სააკაშვილი, მისი სასჯელი არის პოლიტიკური და ამ პოლიტიკას რუსები განსაზღვრავენ. სააკაშვილი, ზელენსკი, ნავალნი, ნემცოვი პუტინის პირადი პოლიტიკური მტრები არიან.
ზელენსკი შექმნის ევროპულ უკრაინას. იმედია ციხეში მყოფი სააკაშვილი არ გაიზიარებს უკანასკნელი ორის ბედს.,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს