ბერლინში დიტო ცინცაძის ფილმის „Roxy“ პრემიერა გაიმართა
ბერლინის კინოთეატრ „ბაბილონში“ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმის „Roxy“ პრემიერა გაიმართა.
ჩვენებას დიდი წარმატებით ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ გერმანიის კინემატოგრაფის, კულტურის სხვადასხვა სფეროებისა და ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები.
„Roxy“ – „როქსი“ გერმანულ-ბელგიური კოპროდუქციაა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ცნობილი გერმანელი მსახიობი დევიდ შტრიზო. ფილმში ასევე მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, ვახო ჩაჩანიძე და სანდრო კეკელიძე. ფილმის პროდიუსერები არიან ელენ ნისნერი და ტომი ნისნერი.
კინოფილმი გერმანულ კინოთეატრების პროგრამაში გუშინდელი დღიდან გადის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.