ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რუსეთი პუტინის გარეშე" – თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების აქცია გაიმართა

მსოფლიოს 40 ქალაქში, მათ შორის თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგია "რუსეთი პუტინის გარეშე".
2024 წლის 21 იანვარს რუსი ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მოგვიანებით კი 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საქართველოს გარდა აქციები ჩატარდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სომხეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში, გერმანიასა და ირლანდიაში.
თბილისში ნავალნის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან შეიკრიბნენ.
ყველაზე დიდი აქცია გერმანიის ქალაქებში გაიმართა. მედია DW-ს ცნობით ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.