ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბეჟაშვილი: გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატობა

მიუხედავად ამ მდგომარეობისა, რომელშიც არის, ამ წამებასთან გათანაბრებული პირობებისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად არის, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის, საზოგადოების წინაშე, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები და ჩაუდგეს აი ამ ბრძოლას, საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას, ამიტომ გამარჯვების კოალიციამ შესთავაზა მას პრემიერმინისტრობის კანდიდატობა.
ბუნებრივია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდეს პოლიტიკური კონსულტაციები და ის თავად ჩამოყალიბდეს, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რა ფორმით ჩაუდგება ამ პროცესებს სათავეში. [...] ბუნებრივია, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები გვექნება სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ახალ სახეებთან პოლიტიკაში, რომელსაც მოვიზიდავთ და ბუნებრივია, ეს პროცესი წარმოაჩენს და გვაჩვენებს მიხეილ სააკაშვილს, რა როლი, რა ფუნქცია ექნება ამ პროცესში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.