არქივი5 მაისი, 2025, 19:21
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია ინტენსიური იქნება

ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია ინტენსიური იქნება , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობის გადაადგილება მოხდება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ახალი სამხედრო ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა.
ცნობისთვის, Associated Press-ის ინფორმაციით, დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გეგმა დაამტკიცა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობასა და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.