ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასის“ ოფიციალური პირი - „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

„ჰამასის“ ოფიციალური პირი - „ჰამასი“ ისრაელთან ზავის შესახებ მოლაპარაკებებით დაინტერესებული აღარ არის

„ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებით აღარ არის დაინტერესებული მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ახალი შეტევის გეგმის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
„აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში ჩართვას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებების განხილვას, სანამ ღაზის სექტორში შიმშილისა და განადგურების ომი გრძელდება“, - განაცხადა ნაიმმა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „ზეწოლა მოახდინონ ნეთანიაჰუს მთავრობაზე, რათა ღაზაში შიმშილის, წყურვილისა და მკვლელობების დანაშაულები დაასრულოს“.
შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.