ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს

პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„განსხვავება „ჰამასსა“ და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მხოლოდ ის არის, რომ „ჰამასს“ ჩვენი განადგურება ახლა სურს, ხოლო პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ამის გაკეთება ეტაპობრივად სურს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ღაზას მმართველად პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.