ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, - ინფორმაციას BBC-ი ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა თეთრ სახლში ორშაბათს შედგება და ლიდერები ტარიფებს და სხვა საკითხებს განიხილავენ.
ნეთანიაჰუ იქნება პირველი ლიდერი, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდება მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გლობალური ტარიფები დააწესა.
რაც შეეხება ისრაელს, ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე 17%-იანი ტარიფები დააწესა მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადებამდე ისრაელმა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააუქმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.