პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
Axios-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ორშაბათს, 7 აპრილს ეწვევა.
გამოცემის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ს მიერ ისრაელისთვის დაწესებული ტარიფების მოხსნის საკითხს, ირანის ბირთვულ კრიზისსა და ღაზაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელიდან აშშ-ში იმპორტზე 17%-იანი ტარიფი დააწესა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.