პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - არსებობდა ძლიერი მინიშნებები, რომ მძევლები ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არსებობდა "ძლიერი მინიშნებები", რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლები ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.
„ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საავადმყოფოში შევედით", - განაცხადა ნეთანიაჰუმ CBS-თან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, როდესაც ისრაელის ჯარები საავადმყოფოში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. „ისინი რომ იქ ყოფილიყვნენ, გამოიყვანდნენ,” - აცხადებს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა „ჰამასი“, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ბაზა აქვს განთავსებული, რასაც დაჯგუფება უარყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.