ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელი ავრცელებს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც 7 ოქტომბერს ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლები შეჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს CCTV ვიდეოები და ფოტოები, რომელთა მიხედვითაც, "ჰამასის" მებრძოლებს 7 ოქტომბერს ალ-შიფას ჰოსპიტალში მძევლები შეჰყავთ.
IDF-ის სპიკერმა კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ წარადგინა ორი მოკლე ვიდეო, რამდენიმე ფოტოსურათთან ერთად, რომლებშიც ჩანს "ჰამასის" მებრძოლების გადაადგილება მძევლებთან ერთად, რომელთაგან ერთი ნეპალიდანაა, ერთი ტაილანდიდან.
CCTV-ს ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მძევლების შეყვანა საავადმყოფოში მთავარი შესასვლელიდან, თქვა ჰაგარიმ. მძევლებს შენობაში ძალის გამოყენებით ატარებენ.
ჰაგარიმ არ განმარტა, თუ როგორ მოიპოვა IDF-მა ვიდეოები, თუმცა მან თქვა, რომ ისრაელის დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობდნენ საავადმყოფოში მძევლების პოვნის მცდელობის ოპერაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.