ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთი დასახლებები დატოვა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, - განაცხადა მან.
გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი რუსეთის კურსკის ოლქსა და უკრაინის სუმის ოლქს შორის მდებარეობს. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.