ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა სასაზღვრო რაიონიდან ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს დილით, კრასნოიარუჟსკის სასაზღვრო რაიონიდან, რომელიც კურსკის ოლქთან მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება გამოაცხადა. მისი თქმით, საჭირო ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია და ადგილობრივებს „უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“.
რუსი სამხედრო ბლოგერები გუშინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სასაზღვრო სოფელ კოლოტილოვკაზე უკრაინულმა შენაერთებმა თავდასხმა განახორციელეს.
პარალელურად, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია კურსკის ოლქშიც. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოლობუევი აცხადებს, რომ გრძელდება მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.