ბელარუსში იპოვეს 15 წლის უკრაინელი გოგოს ცხედარი, რომელიც რუსმა სამხედროებმა მოკლეს

15 წლის უკრაინელი გოგო, არინა იაციუკი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, რუსმა ჯარისკაცებმა დაჭრეს, გარდაცვლილი იპოვეს – მისი ცხედარი ბელარუსის ქალაქ მოზირის მორგში იყო, წერს „ნასტოიაშეე ვრემია“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით.
იაციუკის ძებნა თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბელარუსში, თუმცა ოფიციალური მინსკი აცხადებდა, რომ მათ ტერიტორიაზე გოგო არ იმყოფებოდა.
იაციუკმა ჭრილობა ომის პირველ დღეებში მიიიღო. ომის დაწყების შემდეგ, იგი ოჯახთან – მშობლებთან და დასთან ერთად დან სოფელში, სევერინოვკაში გაემგზავრა, 3 მარტს კი ოჯახი, ორი მანქანით, გაემგზავრა ქალაქ უმანში, ბებია-ბაბუასთან. არინა მამასთან ერთად მგზავრობდა, მისი და ვალერია კი დედასთან. მათ ავტომობილებს ცეცხლი რუსმა სამხედროებმა, ჟიტომირის გზატკეცილზე გაუხსნეს.
გოგონას მშობლები ადგილზევე დაიღუპნენ, თავად არინა კი დაიჭრა. რამდენიმე საათი მისი და, ვალერია დახმარებისთვის ვინმეს პოვნას ცდილობდა, თუმცა ვერავინ ნახა. შემდგომ მათთან რუსი სამხედროები მივიდნენ და გოგონები სოფელ კოპილოვში მიიყვანეს. ვალერია ადგილობრივებს მიაბარეს და პირობა დადეს, რომ ბელარუსში წაიყვანდნენ სამკურნალოდ, რის შემდეგაც გოგონას კვალი დაიკარგა.
ნათესავები მის ძებნას აგრძელებდნენ: ათავსებდნენ განცხადებებს სოცქსელებში, მიმართავდნენ სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
არინას ცხედარი ს გარდაცვლილთა გაცვლისას დაუბრუნეს. მისი ვინაობა დნმ ანალიზით დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ცხედარი მთელი ეს დრო ბელარუსის ქალაქ მოზირის მორგში იმყოფებოდა.
„ჩემი შვილიშვილის ცხედარი მოზირის მორგში ყოფილა. ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა ჰქვია მას, მაგრამ არაფერს გვეუბნებოდნენ, ყველაფერს მალავდნენ. ალბათ, იმავე [დაჭრის] დღეს, 3 მარტს გარდაიცვალა. იმთავითვე რომ აღმოეჩინათ დახმარება, შეიძლება გადარჩენილიყო. ცხედარი გაცვლის ფარგლებში გადმოგვცეს, დნმ-ის ანალიზით ამოვიცანით. მორჩა, იგი [ჩვენთან] აღარაა“, – ამბობს არინას ბაბუა, ვალენტინი.
არინა იაციუკი მშობლებთან ერთად დაასაფლავეს. მისი და, ვალერია, ახლა პოლონეთში, ბიძასთან ერთად ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე

შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა