ბელარუსი და ირანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ

ბელარუსმა და ირანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ბელარუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს, რაც ორმხრივ თანამშრომლობაში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს.
„ამ ცვლილებების კარგი შედეგი იქნება, თუ პრეზიდენტთან შეთანხმების შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ და ხელს მოვაწერთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.