ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბელარუსი დაინტერესებულია სომხეთის გავლით ირანისა და სპარსეთის ყურისკენ გასვლით”

“ბელარუსი დაინტერესებულია სომხეთის გავლით ირანისა და სპარსეთის ყურისკენ გასვლით”

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია ირანისა და სპარსეთის ყურისკენ გასვლის პერსპექტივით სომხეთის გავლით.
ლუკაშენკომ ამის შესახებ მინსკში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლუკაშენკო ჯერ შეეხო ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აფართოებს სავაჭრო ურთიერთობების გეოგრაფიას, ხსნის ახალ ბაზრებს წევრი ქვეყნებისათვის.
„ირანი გვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია ლოგისტიკური მარშრუტების აქტიური გამოყენება რუსეთისა და ირანის გავლით — რუსეთი–სომხეთი–ირანი–სპარსეთის ყურის მიმართულებით. ისინი გვარწმუნებენ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენ თავად გვჭირდება,“ — განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.