ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან საქართველო გზაჯვარედინზეა" - შვედეთის დელეგაციის წევრი

საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი დიანა იანსე შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს X-ზე განცხადებით ეხმაურება.
დიანა იანსე დელეგაციის წევრია, რომელიც დღეს შვედეთის საელჩოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა. შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სახელმწიფო მინისტრი იოჰან ფორსელიც.
"დღეს შეხვედრების გრძელი დღე იყო თბილისში შვედეთის სახელმწიფო მინისტრთან იოჰან ფორსელთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ საელჩოს გარეთ, როდესაც ის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, ეს თავისთავად ილუსტრირებაა. ბევრი რამ არის სასწორზე, რადგან საქართველო გზაჯვარედინზე დგას", - წერს ის.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.