“საქართველო არის რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე, რომელიც მარაგდება არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“- გახარია

“საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

“რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია. რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში. ფარდის მიღმა კონტაქტის ერთადერთი წყარო იყო ბატონი ზურაბ აბაშიძე და ის ფორმატები, რომელიც იყო, მაგრამ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს, ნებისმიერი წყარო სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე რუსეთისთვის, რომელიც მარაგდება როგორც არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით