ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაჩო ახალაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა - უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

ბაჩო ახალაია, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა - უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა და მას შემდეგ უწყებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.