ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები. ამ დროისთვის, აფეთქების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.