ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბარსელონა" 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს" - ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი ელ კლასიკოს წინ

დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის ელ კლასიკომდე TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა.
მოგეხსენებათ, "რეალმა" "ბლაუგრანა" 4:1 გაანადუგრა, პოლონელმა კი "სამეფო გუნდს" ულამაზესი გოლი გაუტანა.
ლევანდოვსკის წელს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.