არქივი15 იანვარი, 2024, 11:43
"ბარსელონა" 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს" - ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი "ელ კლასიკოს" წინ
დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის, ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის "ელ კლასიკომდე" TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა.
მოგეხსენებათ, "რეალმა" "ბლაუგრანა" 4:1 გაანადგურა, პოლონელმა კი "სამეფო გუნდს" ულამაზესი გოლი გაუტანა.
ლევანდოვსკის წელს არცთუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.