ბარსელონაში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს და 20 პოლიციელი დაშავდა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 8 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 20 პოლიციელი.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 70 000 ადამიანი მონაწილეობდა.
საპროტესტო აქციები მადრიდის გარდა ესპანეთის სხვა ქალაქებშიც, ასევე რომსა და ლისაბონშიც გაიმართა. პროტესტი ისრაელის მიერ ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც ბარსელონიდან გავიდნენ და ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ესპანურ ტელევიზიას RTVE-ს განუცხადა, რომ ისრაელის ძალების მიერ ჰუმანიტარული ფლოტილიაზე დაკავებული 49 ესპანელიდან 21 თელ-ავივიდან ესპანეთში დღეს დაბრუნდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.