საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონისაფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე რუსეთის დარტყმა დაგმო და განაცხადა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმების “ბარბაროსობას” კიდევ უფრო ამძაფრებს.
“ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა უკრაინის უდიდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას – უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას – დაარტყა.
ეს დარტყმები რუსეთის რეჟიმის მხრიდან მეცნიერებისა და სიმართლისადმი მტრული უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმების ბარბაროსობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ვიზიარებთ დაზარალებულთა და მათი ოჯახების ტკივილს. საფრანგეთი და ევროპა იმდენ ხანს იდგებიან გაბედულად მებრძოლი უკრაინელი ხალხის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება.” – წერს მაკრონი.
28 სექტემბერს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი რუსული დრონი კიევის ცენტრში მდებარე აკადემიის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და შენობის რამდენიმე სართული განადგურდა. დარტყმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.