არქივი15 თებერვალი, 2024, 05:21
ბაპტისტური თემი მირქმას დღესასწაულობს
ბაპტისტური თემი დღეს მირქმას დღესასწაულობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ახალშობილი იესო მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ მაცხოვრის უხილავად არ მიიცვლებოდა. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს უფლის მიგებების დღესასწაულს, მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს მათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.