ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ივლისში ბანკების მიმართ მომხმარებლებმა 2 596 საჩივარი დაწერეს, მაშინ როცა 2023 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 1 767 იყო.
2024 წლის ივლისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული ასე გამოიყურება:
· მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 595 განაცხადი;
· სამომხმარებლო სესხი - 331 განაცხადი;
· საკრედიტო ბარათი - 123 განაცხადი;
· ინტერნეტბანკი – 65 განაცხადი;
· ბიზნეს სესხი - 56 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1 449 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 495 საჩივრით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 247 განაცხადით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.