ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბანკების აქტივები გაიზარდა - სისტემაში „ჰეშ ბანკი“ ჩაერთო

ბანკების აქტივები გაიზარდა - სისტემაში „ჰეშ ბანკი“ ჩაერთო

2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.
სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, „პეისერასთან“ ერთად უკვე მონაწილეობს „პეივიც“, 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ახლახან ჩაერთო „ჰეშ ბანკიც“, რომლის აქტივები 13 მლნ ლარია.
2024 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.