ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბანგლადეშში დიდი მსხვერპლი მოჰყვა არმიის თვითმფრინავის კატასტროფას

ბანგლადეშში დიდი მსხვერპლი მოჰყვა არმიის თვითმფრინავის კატასტროფას

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 22 ივლისს იუწყება ბანგლადეშის ჯანდაცვის სამინისტრო.
არმიის სასწავლო თვითმფრინავი F-7 BGI ორშაბათს, 21 ივლისს ჩამოვარდა სკოლის და კოლეჯის, Milestone-ის ტერიტორიაზე, ორსართულიან შენობასთან.
თვითმფრინავის აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა შენობაც მოიცვა.
ბანგლადეშის არმიის ინფორმაციით, სასწავლო თვითმფრინავში ტექნიკური გაუმართაობა აფრენის შემდეგ დაფიქსირდა. მიმდინარეობს გამოძიება.
დაღუპულთა შორის არიან პილოტი, 25 მოსწავლე და ერთი პედაგოგი. დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა.
ტრაგედიის გამო 22 ივლისი ბანგლადეშში ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.