ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბალოტელი ოსიმენს ესაუბრა და მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა [PHOTO]

"ადანა დემირსპორის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ და "ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა ერთად ისადილეს, ამის შესახებ Il Mattino იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. გამოცემის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ვიქტორ ოსიმენის მომავალი გახლდათ. მარიო მას პრემიერლიგის შესახებ ესაუბრა და ურჩია, რომ ძალები ინგლისის ჩემპიონატშიც მოსინჯოს.
შეგახსენებთ, ბალოტელი პრემიერლიგაში 2010/2013 წლებში "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა, 2014/2016 წლებში კი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.