არქივი28 დეკემბერი, 2023, 13:25
"ბაიერნი" ვარანის დამატებით დაინტერესდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რაფაელ ვარანმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი შეიცვალოს.
Sky Sports-ის ცნობით, ფრანგი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და "მანკუნიანელთა" მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
ეკრემ კონურის ცნობით, ვარანის დამატებით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ვარანი "იუნაიტედს" 2021 წელს, მადრიდის "რეალიდან" 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.