ირაკლი კუპრაძე – „ქართული ოცნება“ საერთოდ არ გრძნობს დისკომფორტს, როცა რუსეთი დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს საქართველოს ტერიტორიას რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი საერთოდ არ ანაღვლებს, რადგანაც ისინი კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დუმს ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით.
„ცალსახაა, რომ ახლა, საგარეო-საერთაშორისო ველზე უნდა იყოს განგაშის ზარები ატეხილი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია რუსებზე უვადოდ არ გასხვისდეს, რაც ნიშნავს ოკუპაციის სხვა ეტაპზე გადაყვანას. ეს გაურკვეველი ხელშეკრულებები იქნება უდიდესი პრობლემა, თუ ამ ყველაფერს დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი არ ანაღვლებს, ემსახურებიან კრემლის ინტერესებს და საერთოდ არ გრძნობენ დისკომფორტს, როდესაც რუსეთი ს ტერიტორიაზე შედის, იჭრება და დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით საქართველოს ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო