ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ომში აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 აპრილს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელის სამომავლო მხარდაჭერა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად.
ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდასხმებს ღაზაში შეეწირა საკვებით დახმარების ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი, რამაც კიდევ უფრო გაართულა ორი ლიდერის ურთიერთობა.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა “მკაფიოდ თქვა, რომ ისრაელმა უნდა გამოაცხადოს და დანერგოს სპეციფიკური, კონკრეტული და გაზომვას დაქვემდებარებული ნაბიჯები, სამოქალაქო პირებს შორის ზიანთან, ჰუმანიტარულ ტანჯვასთან და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოებასთან მიმართებით”.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს