ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა სამსახურიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომების გამოვლენის შემდეგ
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას მერე, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ამ კვირაში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა.
გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა ისრაელის მძაფრი კრიტიკის შემდეგ.
ისრაელის დრონებმა იერიში მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) მეომრებს.
Reuters-ის თანახმად, სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უთხრა, რომ თავდასხმა „მიუღებელია“ და ამასთან, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს ჰუმანიტარულ დაეხმარებას შეიტანს ღაზის სექტორში. ჯო ბაიდენმა ისრაელი უჩვეულო პირდაპირობით გააკრიტიკა - მისი სიტყვების თანახმად, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს სამოქალაქო პირების დასაცავად. ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას 1 აპრილს.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.